მზიურის კორტებს სახელი მიენიჭა

მზიურში მდებარე საჩოგბურთო კომპლექსს ლეგენდარული ქართველი მოთამაშის ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რჩევით მიიღო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით  დღეს, კორტებზე სიმბოლური დაფა გაიხსნა.ალექსანდრე მეტრეველი თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი ჩოგანი გახლდათ. ის თვრამეტი წლის განმავლობაში ხვდებოდა ქვეყნის ათ საუკეთესო მოთამაშეს შორის, თორმეტჯერ კი წელი პირველ ნომრად დაასრულა.მისი საუკეთესო შედეგი დიდი სლემის ტურნირებში 1973 წლის უიმბლდონის ფინალია

 

Print