ახალი სარაგბო კომპლექსი

ფონდმა "ქართუ"-მ საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა ბათუმის მერიას საზეიმოდ გადასცა.

კომპლექსის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი უნებრივსაფარიანი მოედანი 2500 მაყურებელზეა გათვლილი. სარაგბო ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია "ატუმ" 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, აქედან 3 მილიონ ნახევრამდე ბათუმის ბიუჯეტიდან გამოიყო. სარაგბო ბაზის საზეიმოდ გადაცემის ცერემონიას ფონდ "ქართუ"-ს გამგეობის თავმჯდონარე და აჭარის ავტონომიის პირველი პირები ესწრებოდნენ.

 

Print