წიგნი სლავა მეტრეველის შესახებ
საქართველოს მწერალთა სახლში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველისადმი
წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ავტორი ცნობილი პუბლიცისტი დემიკო ლოლაძეა, რომელმაც სპორტულ თემატიკაზე გასულ წლებში არაერთი წიგნი დაწერა.

სლავა მეტრეველი 1936 წლის 30 მაისს დაიბადა. მეტრეველმა მოსკოვის "ტორპედოში" ჩატარებულ 138 მატჩში 31 ბურთი გაიტანა. თბილისის "დინამოში" კი მის ანგარიშზე 237 შეხვედრაში 52 გოლია. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა 48 მატჩში 11 ბურთი გაიტანა. სლავა მეტრეველი 1998 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა.

Print