სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება

საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაცია თასის გათამაშებისა და სანტ მორიცის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ჩატარება ხუთ ეტაპად იგეგმება. შეჯიბრს მესტია, ბაკურიანი, გოდერძის უღელტეხილი და გუდაური უმასპინძლებს. 2016-2017 წლის საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი ახლადგახსნილ თეთნულდის ტრასაზე გაიმართება.

 

Print