წიგნების პრეზენტაცია
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში რიოს ოლიმპიური ჩემპიონების

ლაშა ტალახაძისა და ლადო ხინჩეგაშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.

ოლიმპიურმა კომიტეტმა ასევე წარმოადგინა ფოტოალბომი „ქართველები რიოში“. რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებზე წიგნები გამოიცა მრავალწიგნიანი სერიის - „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ ფარგლებში.

უკვე გამოცემულია 36 წიგნი 36-ივე ოლიმპიურ ჩემპიონზე.

ბოლო გამოცემის ავტორები არიან სპორტული ჟუნრალისტები ოთარ მაღლაკელიძე და ვასილ ბალახაძე. ფოტოალბომში - „ ქართვლები რიოში“ თავმოყრილია 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველების ასპარეზობის ამსახველი ფოტოები.

მათი უმეტესობა გადაღებულია პროფესიონალი რეპორტიორების - თამარ ყულუმბეგაშვილის და ლაშა კუპრაშვილის მიერ.

Print