გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი საქართველოს ნაკრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მფლობელია. 

ქართველმა მძიმეწონოსანმა (125 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ამერიკელი მეტოქე 31 წამში 10:0 დაამარცხა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა დამამშვიდებელ წრეში კანადელი ქორი ჯერვისი 9:2 დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი, 22 წლის პეტრიაშვილი ამერიკის ნაკრების წევრ ტერველ დლაგნევს დაუპირისპირდა.

Print