ლაშა შავდათუაშვილის წარმატება
ლაშა შავდათუაშვილმა, რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა, ბრინჯაო მოიპოვა. ლონდონის ოლიმპიადის ტრიუმფატორმა, მეოთხედფინალამდე გზად, კუბელი და შრილანკელი სპორტსმენები ჩამოიშორა, თუმცა მეოთხედ ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა და ბრძოლა ბრინჯაოსთვის განაგრძო.

პირველ შეხვედრაში შავდათუაშვილმა რუსი იარცევი დაამარცხა და  მოპოვებული გამარჯვება ემოციურად აღნიშნა.

უშუალოდ მედლისთვის შეხვედრაში კი ქართველმა სპორტსმენმა ებრაელი საგი მუკი, იარცევის მსგავსად, სუფთა გდებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ა

ღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენის წარმატება რუსეთ-საქართველოს ომის 8 წლისთავს დაემთხვა.

Print