საქართველოს ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება
საქართველოს გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატი კვირას, 7 აგვისტოს დაიწყება.

ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

ჩემპიონატში კლუბები ორ ჯგუფში არიან გადანაწილებული, ჩემპიონის ვინაობა კი ჯგუფების გამარჯვებულებს შორის გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. აღმასკომის გადაწყვეტილებით, საქართველოს სუპერთასის მატჩი 2017 წლის თებერვალში გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთი გუნდი იქნება, სუპერთასისთვის ჩემპიონატის გამარჯვებული და ვიცე-ჩემპიონი იბრძოლებს.

დღესვე დადგინდა, რომ ახალი სეზონიდან მეორე ლიგაში სულ 67 გუნდი ითამაშებს. კლუბები რვა დივიზიონში გადანაწილდებიან და თითოეული დივიზიონის გამარჯვებული ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებს.

Print