სიახლეები
უცხოელებზე მიწების გასხვისება აღარ მოხდება
მიწის უცხოელებზე გასხვისებათან დაკავშირებით ერთსულოვანი პოზიციაა ჩამოყალიბებული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს რომ გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის კონსულტაციების დროსაა მიღებული.

ფაქტი მთავრობის სხდომაზე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმაც ცალსახად დაადასტურა. საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი გაჩნდება,რომლის მიხედვითაც უცხოელებზე მიწის გასხვისება არ მოხდება.  პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ  უკვე შემოტანილია კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე დაჩქარებული წესით მიწების გასხვისება არ მოხდეს.

Print