სიახლეები
ირაკლი კობახიძე ვენეციის სხდომას დაესწრება
პარლამენტის თავმჯდომარე ვიცე სპიკერთან ერთად ვენეციის კომისიის სხდომას დაესწრება.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პლენარულ სხდომაზე თამარ ჩუგოშვილთან ერთად გაემგზავრება. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია დაესწრება თუ არა ამ სხდომას პრეზიდენტი და იქვე განმარტა, რომ მარგველშვილის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის უაღრესად სუსტი, ასე, რომ მე არ მიკვირს, რომ ის თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას.

Print