სიახლეები
ძლიერი მიწისძვრა საქართველოში
საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18 კმ-ში დაფიქსირდა. სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია.  სპეციალისტების განმარტებით,  მიწისქვეშა ბიძგები 30 კმ- ის სიღრმეში  დაფიქსირდა. რამაც სტიქიის დამანგრეველი ეფექტი შეასუსტა. სეისმოლოგების განმარტებით, ეგრეთწოდებული ღრმაკეროვანი მიწისძვრის შემთხვევაში, უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ სტიქიას ნგრევა მოჰყვეს.

Print