სიახლეები
ბადაშვილი პროკურორის მოადგილე გახდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი ბადაშვილის


დაბრუნებას პროკურატურაში ოპოზიცია ყოფილი მთავარი ბრალმდებლის  ოთარ ფარცხალაძის, გავლენებს უკავშირებს. მათ უწყებებში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. როგორც უმცირესობაში აცხადებენ, ცვლილება რეალურად მართლმსაჯულების სისტემისთვის არაფერს ცვლის. მმართველი გუნდი ოთარ ფარცხალაძის კავშირს საკადრო ცვლილებებთან გამორიცხავს. მათი თქმით ბადაშვილი თავისი საქმის პროფესიონალია .

Print