სიახლეები
ქუთაისში პოლიციელებმა მამაკაცი სცემეს
ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ  ჩხრეკა ბინაში.

ქუთაისში მცხოვრები დვალიშვილების ოჯახი, სამართალდამცველებს უკანონო ჩხრეკაში ადანაშაულებენ. ოჯახის წევრთა მტკიცებით, ორი დღის წინ  დათო დვალიშვილს, სპორტსმენები მიუგზავნეს, რომელთაც მამაკაცი სცემეს.  დღეს დილის შვიდი საათიდან კი სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა. თვითმხილველების მტკიცებით, რამდენიმე ათეული პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღის ძებნის მიზეზით შენობაში ნახევარი საათი იმყოფებოდა. დვალიშვილები ორი დღის წინ მომხდარ თავდასხმის ფაქტს და დღევანდელ ჩხრეკას ათი წლის წინანდელ ამბავს  უკავშირებენ, როდესაც მათ კონკრეტული პირისგან თანხა ისესხეს. დვალიშვილები აცხადებენ, რომ ვალის ძირითადი ნაწილი  გადახდილია და ამჯერად გამსესხებელი  პროცენტის მიღებას მაღალჩინოსანი ნათესავი სამართალდამცველების დახმარებით  ცდილობს.
Print