ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდაჭერის ნიშნად, ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია პერფორმანსი მოაწყვეს. მედიის წამომადგენლებმა პროტესტის ნიშნად თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოიფარეს და პლაკატები წარწერით - ”არ შეგრჩებათ” და ”სოკარ-თველო” გამოფინეს . მათ მხარდაჭერა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა გამოუცხადა.