სიახლეები
ინკლუზიური პროგრამის კურსი
ინკლუზიური  პროგრამის  კურსის   დახურვის  ცერემონიას  უმასპინძლა  ტექნოპარკმა.

პროგრამა  გათვლილი იყო  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებზე და  მიზნად   მობილური  აპლიკაციის  დეველოპმენტის   შესწავლას  ისახავდა. ღონისძიებაზე    უსინათლოთათვის  შექმნილი    ლარის  კუპიურების ამომცნობი  აპლიკაციის  პრეზენტაციაც  გაიმართა,  რომელიც   ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა  შექმნა,  ათივე   კურსდამთავრებულს  სპეციალური     სერტიფიკატებიც  გადაეცათ.



Print