სიახლეები
ლოცვა ღია ცის ქვეშ
ბათუმში მუსლიმი მრევლი უკვე ერთი კვირაა ქალაქის ხელისუფლების პასუხის მოლოდინშია.

თუმცა გიორგი ერმაკოვის უწყება და აჭარის მთავრობა ამ დრომდე, როგორც მათთვის ისე მედიისთვისაც დუმს. მას შემდეგ რაც ბათუმის მერიამ მუსლიმებს საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი ხარჯებით მეჩეთის აშენების ნებართვა არ მისცა მრევლი ფაქტიურად ქუჩაში ლოცულობს, პარალელურად კი ქალაქის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. მერიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ ადგილობრივი არასამთავრობოებიც.

Print