სიახლეები
პრეზიდენტი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე
გახდება თუ არა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის საქმე, პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი.

ამ საქმის გამო, ქვეყნის პირველი პირის კრიტიკა ერთდროულად რამდენიმე უწყებამ დაიმსახურა. გიორგი მარგველაშვილს აინტერესებს, რატომ არ არსებობს ამ დრომდე პასუხი , რეალურად რა მოხდა კაფე „ელ ცენტროში“ და რატომ ხდება კადრებით მანიპულაცია. ვის ინტერესში შედის ამ საქმის გამოუძიებლობა, პრეზიდენტს დ არ დაუკონკრეტებია.

Print