სიახლეები
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს მოწვევით, დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას, რომელზეც თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები დაესწრნენ. დისკუსიის ფორმატში უნდა მომზადდეს კონკრეტული რეკომენდაციები, თავდაცვისა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. შემუშავებული დოკუმენტი საბოლოო სახით ხვალ გამოქვეყნდება, და ადრესატს მმართველ გუნდს გადაეგზავნება. თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში შეიქმნა 3 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც თავდაცვისა და უშიშროების სფეროს სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობდნენ.

Print