სიახლეები
სავალდებულო დაზღვევა სავაჭრო ობიექტებში
მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელების, შესაძლო ზარალისგან დასაცავად მთავრობას სავალდებულო დაზღვევის ნორმა შემოაქვს.

უახლოეს მომავალში ობიექტების ნუსხა შეიქმნება, იქ   მომუშავეებს საკუთარი პროდუქციის დაზღვევის ვალდებულება ექნებათ. სავალდებულო დაზღვევის შემოღებას მოვაჭრეების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. სავაჭრო ცენტრ „პასაჟის“ მომუშავეთა ნაწილი ამბობს, რომ დაზღვევა ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მათი თქმით, მაღაზიების მფლობელებს გადასახადები ისედაც დიდი აქვთ და დამატებით დანახარჯებს ვერ გასწევენ.



Print