სიახლეები
სახალხო განხილვები დასრულდა - შეფასებები
კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე ეტაპი დასრულდა.

 


უმრავლესობის დეპუტატები, კონსტიტუციის  მოცემული  ფორმით განხილვას,  წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, "ქართულმა საზოგადოებამ გამოცდა წარმატებით ჩაბარა".   რაც შეეხება   გედევან ფოფხაძეს , იგი აცხადებს  რომ , სახალხო განხილვაზე საზოგადოების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები დოკუმენტში აისახება და საზოგადობის აზრის გათვალისწინება აუცილებლად მოხდება. მისივე  თქმით, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატანი ცვლილებების განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ ივნისში დაიწყებს.

 

Print