სიახლეები
უბედური შემთხვევა სამშენებლო ობიექტზე

უბედური შემთხვევა  თუ  მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევა?

 


პოლიტკოვსკაიას 57 ნომერში სამშენებლო ობიექტზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მანამდე კი ცნობილი ცნობილია, რომ 34 წლის მუშა მე - 8 სართულის სიმაღლეზე დამაგრებული კუსტარული კალათიდან გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. ბოლო პერიოდში მომრავლებული მსგავსი ფაქტების ფონზე იგივე კომპანიის კიდევ ერთ მშენებარე ობიექტზე შარშან კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ბოლო წლების სტატისტიკა შემაშფოთებელია. ყველა ფაქტზე გამოძიება იწყება, თუმცა გამოძიების შედეგები ხშირად არ ხმაურდება. ვინ არის პასუხისმგებელი მშენებლობებზე მომხდარ ფატალურ ფაქტებზე?

 

 

Print