სიახლეები
სააპელაციომ დეკანოზის ადვოკატები დააბრუნა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ორი  ადვოკატი  სააპელაციო სასამართლომ ე.წ.ი ციანიდის საქმის სასამართლო განხილვებზე დააბრუნა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს  განკარგულება ადვოკატების დარბაზიდან გაძევებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მამალაძის კიდევ ერთ ადვოკატს, მია ზოიძეს,  როგორც ადვოკატი ამბობს, განკარგულება მას დაგვიანებით ჩაბარდა და  შესბამისად დაგვიანებით  შეძლო მისი გასაჩივრება.  დეკანოზის  ინტერესების დამცველები   ვარაუდობენ რომ    უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლო  ზოიძის მიმართაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

Print