სიახლეები
ევროპარლამენტარების ვიზიტი
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გრძელდება.
დილიდან თბილისში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. საკონსტიტუციო ცვლილებები, თვითმმნართველობის რეფორმა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ვიზალიბერალიზაციის შემდგომი პერიოდის მიმოხილვა. დღის განმავლობაში ეს თემები უმრავლესობასთან უმცირესობასთან, არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან განიხილებოდა.  შეხვედრები დილიდან  პარლამენტში  დაიწყო, დღის ბოლოს კი ევროპარლამენტის  დელეგაცია პრეზიდენტს სტუმრობდა.
Print