სიახლეები
შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს
მიწა არ გაიყიდება. პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეთანხმდა მმართველი გუნდი დათმობაზე წავიდა.

 


და გადაწყდა, რომ კონსტიტუციაში მიწის გაყიდვის შესახებ ლიბერალური შესწორება ამოღებული იქნება.

სხვა ქვეყნის მოქალაქეები ქართული მიწის ყიდვას ვერ შეძლებენ და ეს კონსტიტუციურად განისზღვრება.საკონსტიტუციო ცვლილებებზე ბოლო რამდენიმე თვის ხმაურიანი დაპირისპირების ერთი მიზეზი აღარ არსებობს და  არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების დათმობით  კმაყოფილია, საპარლამენტო უმცირესობა კი მაინც აცხადებს, რომ მსგავსი აკრძალვები არ უნდა დაწესდეს.

 

Print