სიახლეები
აფეთქება მანჩესტერში
22  ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა მანჩესტერში აფეთქების დროს..

მომხდარს  სამართალამცველები ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ, ძალოვანი უწყების   განმარტებით, თავდასხმა თვითმკვლელმა  ტერორისტმა განახორციელა . ინციდენტი ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს, კონცერტის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ფოიეში განხორციელდა. თავად მომღერალი მომხდარს უვნებელი გადაურჩა. გავრცელებული ცნობით, კონცერტზე მყოფი მაყურებლების დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია  მალევე გადაკეტა. დახურულია „მანჩესტერ არენას“ ახლოს მდებარე „ვიქტორიას“ რკინიგზის სადგურიც. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. სამართალდამცველები მოქალაქეებს მიმდებარე ტეროტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

Print