სიახლეები
პროტესტი სოფელ წიფაში
სოფელ წიფასთან ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა.
ხარაგაულის რაიონში უკიდურესად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩუმათელეთი–მოლითის მონაკვეთი 5 საათით გადაკეტა. ფონა, წიფა, ბეჟათუბანი, გოლათუბანი, მოლითი – ადგილობრივების განცხადებით, ხაშური–ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინური კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების გამო, გზა იმდენად დაზიანდა, რომ ამ სოფლებში აღარც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს და საცხოვრებელ სახლებსაც საფრთხე ექმნება.
Print