სიახლეები
"არ დადგე ძალადობის მხარეს!"
ორი აქცია ორი უფლების დასაცავად.

დღეს, საქართველოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო და ოჯახის სიწმინდის დღეს ერთდროულად აღნიშნავდნენ. „ ნუ დადგები ძალადობის მხარეს“- ამ დევიზის ქვეშ გაერთიანებული უფლებადამცველები და ლგბტ თემის წარმომადგენლები, დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან   იყვნენ შეკრებილები.   აქცია ერთი საათი გაგრძელდა და საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ პოზიციების დაფიქსირების შემდეგ ლიბერალური შეხედულების მოქალაქეები, შესაძლო ინციდენტის ადგილს სამართალდამცველების რეკომენდაციით, სამარშუტო ტაქსებით გაარიდეს.   ვისი უფლებები არის დღეს დაცული საქართველოში და რა ხარისხით, რამდენად ხელშეუხებელია აზრის გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში?

Print