სიახლეები
სახალხო განხილვის მეორე ტური იწყება
10 ქალაქში 18-დან 28 მაისის ჩათვლით  - საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა თითქმის ყოველდღიურად გაიმართება .
ახალი სტრატეგია თბილისში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლიდან მეორე დღეს შემუშავდა.  განმეორებითი მცდელობა დედაქალაქში განხილვის ჩატარებისა, რეგიონული ტურნეს მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ იქნება. აქაც ცვლილებები იგეგმება საკონსტიტუციო შესწორებები საყოველთაო სამსჯავროზე თბილისის ათივე რაიონში გამოვა. შეხვედრები იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტებში - ცალკე იგეგმება მსჯელობა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.
Print