ადამიანის უფლებების დარღვევა საპოლიციო კონტროლისას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“, საკითხზე დისკუსია გამართა. იურისტები, ამბობენ, რომ 2016 წელს, ქვეყნის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4000 მასშტაბური საპოლიციო კონტროლი ჩაატარა, რა დროსაც კონტროლის გავლა მოუწიათ იმ პირებსაც, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ კავშირი დანაშაულთან ან სამართალ დარღვევასთან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საპოლიციო ღონისძიებები, პრევენციას ემსახურება და ამით ადამიანის უფლებები არ ირღვევა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მსგავსი პრევენციული ღონისძიებები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ტარდება და ამაში ახალი არაფერია.