სიახლეები
ბათუმის მოვლენებზე დაკავებები გრძელდება
11-დან 12 მარტის ღამეს ბათუმში არეულობის მოწყობის ორგანიზებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. ერთ-ერთი თავისუფალი ზონის ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკვიაა, მეორე კი არასამათავრობო ორგანიზაცია "კორფციასთან ბრძოლის საინოფმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე.

ორივე მათგანი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს და ამ დრომდე ბათუმში წინასწარი დაკავების იზოლატორში  რჩებიან. მერაბ ღოღობერიძის ინტერესებს ორი დღეა ადვოკატი ზაზა პაპიძე იცავს, რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა რომ პაპიძემ ღოღობერიძის დაცვაზე უარი განაცხადა, მიზეზი კი ახალი ადვოკატის პაატა შავაძის დანიშვნა გახდა. ეთანხმებიან თუ არა წაყენებულ ბრალს დაკავებულები და რა არგუმენტები აქვთ მათ დამცველებს?


Print