სიახლეები
პირველი ლედის ძამას პატიმრობა მიესაჯა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის ძმა მიხეილ მგალობლიშვილი 4 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარებს.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მგალობლიშვილი იანვარში  დააკავეს.  მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით,   საპროცესო გარიგება მხარეეს შორის  ვერ შედგა, ამიტომ პირობითი პატიმრობის  გამოყენების  უფლებას კანონი მას  არ აძლევდა. დაცვის მხარეს  პრეტენზიები არ აქვს, თუმცა   ადვოკატი  აცხადებს, რომ  საპროცესოს გაფორმებაზე- მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. პირველი ლედი,  საქმეში   პოლიტიკურ მოტივებზე მიანიშნებს და აცხადებდა, რომ იარაღი გამოუსადეგარი იყო, რომელიც გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა შესაბამისად,  მგალობლიშვილისთვის   თავისუფლების  აღკვეთა  არ  უნდა მომხდარიყო.  მიხეილ მგალობლიშვილი წარსულში  სამჯერ არის ნასამართლევი. მას 17  წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა პრეზიდენტმა შეწყალების წესით იგი,  2015 წელს გაათავისუფლა.
Print