სიახლეები
მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო

ბათუმის არეულობის საქმეზე დაკავებულმა  მერაბ ღოღობერიძემ  წინასწარი დაკავების  იზოლატორში შიიმშილობა დაიწყო.


როგორც  სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებს  , დაკავებული სასულიერო  პირთან  შეხვედრასაც  ითხოვს. ღოღობერიძის   მხრიდან ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის  ფაქტზე  სასამართლო პროცესი იყო  ჩანიშნული, თუმცა  პროკურატურის წარმომადგენლებმა,    ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ მიყვანეს.   შესაბამისად  პროცესი გადაიდო,  ღოღბერიძის  ადვოკატი აცხადებს, რომ     საგამოძიებო  ორგანოს  პროცესის  თარიღთთან დაკავშირებით ინფორმაცია  არ ქონდა,    რაც  კანონის  დარღვევაა. წინასწარი დაკავების  იზოლატორში იმყოფება    ბათუმში 11 მარტს,  მომხდარი   არეულობის  მოწყობაში ბრალდებლი, ირაკლი ჩხვირკიაც.

 

Print