სიახლეები
„ევროპული საქართველო“ პლებისციტს ითხოვს
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პლებისციტს ითხოვს "ევროპული საქართველო”.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პლებისციტს ითხოვს "ევროპული საქართველო”. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, ინიციატივა ორ მთავარ საკითხს-  პრეზიდენტის არჩევის წესს და  საპარლამენტო არჩევნების სისტემას ეხება.

პლებისციტის დანიშვნა პრემიერის პრეროგატივაა. სწორედ ამიტომ ოპოზიციის ერთ-ეთი ლიდერის განცხადების ადრესატი გიორგი კვირიკაშვილი იყო. მთავრობს მეთაურის უარის შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტთან და სხვა პოლიტიკურ  პარტიებთან კონსულტაციებს და ხელმოწერების შეგროვებას  დაიწყებს.

 

Print