სიახლეები
გამარტივებული შესყიდვების წესი მკაცრდება
მაღალჩინოსნებს  სამსახურეობრივი ავტომობილის ან კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლება ტენდერების გზით მოუწევთ.
თუკი აქამდე მათ ამის განხორციელება გამარტივებული შესყიდვით შეეძლოთ. იზღუდება მანქანის ან ტექნიკის მოდელების შერჩევა პირადი გემოვნებით.  მაგალითად, ტენდერის გამოცხადებისას, ჩინოვნიკმა უნდა მიუთითოს არა, კონკრეტული ფირმის  ავტომობილი ან ტექნიკა, არამედ მისთვის საჭირო   ავტომობილის ან ტექნიკის  ტექნიკური მახასიათებლები და რომელი კომპანიაც ამ პირობებს დააკმაყოფილებს, სწორედ მას გადაუხდის სახელმწიფო ფულს.


Print