სიახლეები
პარკირების ახალი რეგულაციები შშმ პირებისთვის
არასამთავრობო ორგანიზაცია  PHR-ის მიერ თბილისის საკრებულოსთან მოგებული პროცესის შემდეგ
დედაქალაქის მმართველმა ორგანომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების ადგილების გამოსაყენებლად ახალი რეგულაცია მიიღო. ცვლილებების მიხედვით,  სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ნებისმიერი ავტო  სატრანსპორტო  საშუალებით შეეძლებათ,  ამის უზრუნველსაყოფად კი მოძრავი საცნობი ნიშანი გამოიყენება.

რეგულაციაში შესული ცვლილებები რამდენიმე კატეგორიას მოიცავს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ფიზიკური პირები, მათი მშობლები და მეურვეები. ცვლილებების გათვალისწინება მოუწევთ იმ იურიდიული პირებსაც, რომლებიც შშმ პირების ტრანსპორტირებას ახდენენ.

Print