სიახლეები
უნგრეთის პრემიერს აქციით დახვდნენ
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერები უნგრეთის პრემიერ-მინისტრს აქციით დახვდნენ. 
საპროტესტო აქცია  თავისუფლების მოედანზე   სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე   გაიმართა,   სადაც   საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი  მიმდინარეობს. აქციის  მონაწილეები  უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ბუდაპეშტში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დახურვას ითვალისწინებს.
Print