სიახლეები
''ევროპული საქართველოს'' მოთხოვნა

პლებისციტი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე - ინიციატივით „ევროპული საქართველო” გამოდის.

“ევროპული საქართველოს” წევრები აცხადებენ, ინიციატივა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხს – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას. დავით ბაქრაძის განცხადებით, ხალხს უნდა ქონდეს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს რა ფორმით აირჩიოს პრეზიდენტი და როგორი პარლამენტი ქონდეს. პარტია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს პლებისციტის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტთან და სხვა პოლიტიკურ  პარტიებთან კონსულტაციების საფუძველზე  ხელმოწერების შეგროვებას  დაიწყებს.
Print