სიახლეები
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე
დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი,  მეუფე პეტრე ცაავას მიერაა დაქირავებული,
რათა  მამალაძემ  არ დაასახელოს თანამზრახველები - ამის შესახებ ე.წ.   „ციანიდის საქმის“  მთავარი მოწმე  ირაკლი მამალაძე აცხადებს. მამალაძე არ აკონკრეტებს, რომელ ადვოკატზეა საუბარი,  თუმცა აცხადებს, რომ ის ბევრ ინფორმაციას ფლობს.

მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მეუფე პეტრე ცაავა და ანდრია გვაზავა "ზურგის ქარს უქმნიან " და ეს მათი განცხადებებიდანაც ჩანს. დაკავებული სასულიერო პირის ინტერესების დამცველი   მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ  ,მოწმე ირაკლი მამალაძე    დირექტივებს პროკურატურისგან იღებს .

Print