სიახლეები
პროექტი სკოლაში დაბრუნება
ნატოს დღეების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
7 აპრილს, პროექტში "სკოლაში დაბრუნება" ჩაერთო. კამპანიის ფარგლებში მინისტრი ესტუმრა  ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლას, რომლის მოწაფეც თავად იყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ამავე სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ნატოს თანამშრომლობასა და ევროკავშირის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ ისაუბრა.
Print