სიახლეები
აგულაშვილი NEA სფეროს ესტუმრა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი
„ენ ი ეი სფეროს“ სტუმრობდა,
სადაც სტუდენტებს გარემოსდაცვით საკითხებზე ესაუბრა და
სამინისტროს სამომავლო გეგმებიც გააცნო. მინისტრმა, ეროვნული
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ გიორგი კეკელიძესთან და პოლონეთის ელჩ მარიუშ
მაშკიევიჩთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი
ბიბლიოთეკაც დაათვალიერა, რომელიც სააგენტოს „წყალდიდობების
წინააღმდეგ ჰიდრავლიკური მოდელირების სწავლების პროექტის
ფარგლებში გადაეცა.