სიახლეები
გარემოვაჭრეების პროტესტი

ხმაური იყო დღეს მარჯანიშვილის მეტროსთან და წერეთლის გამზირზე.

მერიამ სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი დაიწყო. მერიაში აცხადებენ, რომ  გარევაჭრობა ჩარჩოებში უნდა მოექცეს და ჯიხურები, რომლებიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, უნდა დაინგრეს. დინამოს სტადიონის გალავანთან მდებარე სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი დღეს ვერ დასრულდა.  იქ დასაქმებულებმა ჯიხურების სახურავები დაიკავეს და ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. დახლების აღებას ელოდებიან სავაჭრო ცენტრ კიდობანთანაც. მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს.

 

Print