
საქართველოს პრეზიდენტის
ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში.
დელეგაციის შემადგენლობაში
პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს
მოქალაქეები იმყოფებიან, პირისპირ შეხვედრა გაიმართა
საქართველოსა და ლიტვის პირველ პირებს შორის. საქართველომ
ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ლიტვისგან მორიგი მხარდაჭერა
მიიღო. ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, ლიტვა ნატო-ს
სამიტზე, რომელიც მხოლოდ წევრებისთვისაა განკუთვნილი, საქართველოს
უსაფრთხოების საკითხს წამოჭრის.