სიახლეები
პრემიერ მინისტრის ვიზიტი უკრაინაში
სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომა 

საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პრემიერ-მინისტრებმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა ცოტა ხნის წინ  მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობასა და ორგანიზაციის პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება  სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომის შემდეგ ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ისინი თავისუფალი სავაჭრო ზონის პოტენციალის სრულად ათვისებას შეუწყობს ხელს.

Print