სიახლეები
დამნაშავე მძღოლი პატიმრობაში დარჩა
აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და გადაწყვეტილებაც მიიღო . აღმაშენებლის ხეივანში, გასულ კვირას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 8 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედაა დაშავებული არასრულწლოვნის დედა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ  მძღოლის მიმართ წაყენებული ბრალდება  საკმაოდ მძიმეა.
Print