სიახლეები
ქუმსიშვილი Medef-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს საფრანგეთის
უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების „MEDEF” წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. უცხოელთა დელეგაციას გაერთიანების ხელმძღვანელების გარდა ასევე წარმოადგენდნენ ისეთი მსხვილი ფრანგული კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა „ეარბასი“, „ალსტრომი“, „სოსიეტე ჟენერალი“, „პომა“, „ობერტიური“, „ივეკო ბასი“, „ბიურო ვერიტასი“.  პრეზენტაციაში აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებზე. ფრანგული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი სტრატეგია, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, საინვესტიციო შესაძლებლობები, სტრუქტურული და მმართველობითი რეფორმებიც გააცნეს.
Print