სიახლეები
მდინარეების დაბინძურების ხარისხი

პოლიეთილენის პარკები, ერთჯერადი ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები

მოქალაქეები მდინარეების დაბინძურების გაუარესების ხარისხზე საუბრობენ. ეკოლოგიური მდგომარეობით შეშფოთებული ადამიანები  პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

მდინარეები,  როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ისე სამრეწველო მავნე ნივთიერებებით ბინძურდება. წყლის დაბინძურების ხარისხის გაუარესებაზე  გარემოს დაცვის სპეციალისტები საუბრობენ.  მათი თქმით,  პრობლემა  მდინარეებზე თვითნებურად დაერთებული საკანალიზაციო სისტემა და გამწმენდი ნაგებობის არ არსებობაა. გარემოს დამცველები ამბობენ,  რომ წყლის დაბინძურების მაჩვენებელი ეკოსისტემას და სოციუმს საფრთხეს უქმნის.

Print