სიახლეები
არასამთავრობოების განცხადება
.. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში
არასამთავრობო სექტორი კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ხელმეორედ გაასაჩივრებს. კამპანია ”ეს შენ გეხება” ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებასაც გეგმავს. რაც შეეხება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, მესამე სექტორის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული მოდელი უკეთესია, ვიდრე პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. 
სამოქალაქო სექტორში მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული პროექტიდან მომდინარე საფრთხეებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.  მათი განცხადებით, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ ემსახურება.


Print