სიახლეები
ე.წ. ციანიდის საქმე
ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის  ადვოკატები 

სინოდის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებით, დღეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. როგორც უფლებადმცველი ამბობს, ამის საჭიროება საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის  ჩვენებიდან გამომდინარე გახდა.  ადვოკატების ინფორმაციით,  მოწმემ დაკითხვის დროს   არაერთხელ დაასახელა  სინოდის წევრები, რაც მათთვის ბევრ კითხვას აჩენს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზის  საქმეზე წინასასამართლო პროცესი 5 აპრილს გაიმართება და სხდომა დახურული არ იქნება.

Print