სიახლეები
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების დაფინანსება

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების დაფინანსების წესი შესაძლოა გადაიხედოს.

ამ საკითხზე საგანგებოდ შექმნილი უწყებათაშორისო კომისია იმუშავებს. ინციატივა სახალხო დამცველს ეკუთვნის. დაფინანსების ძველი წესით, თვეში პაციენტების რაოდენობა საწოლზე შეზღუდული არ იყო და ის იქამდე რჩებოდა განყოფილებაში, სანამ „მწვავე” მდგომარეობა არ გაივლიდა. ახალი მიდგომა  შეღუდვებს აწესებს, რაც კლინიკებს რადიკალური გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა. დღევანდელი შეხვედრა პირველი მცდელობა იყო სამინისტროსა და უკმაყოფილოებს შორის კომუნიკაციისა. ამიტომ სპეციალისტები მიღწეულ შუალედურ შედეგსაც მნიშნელოვანს უწოდებენ.

 

Print