სიახლეები
დარღვევები ვეტერანთა სამსახურში

ვეტერანთა სამსახურში გამოვლლენილი დარღვევების შესახებ აუდიტის სამსახურმა მასალები მთავარ პროკურატურას გადასცა.

საუბარია ირაკლი შიხიაშვილის მმართველობის პერიოდზე. საკითხზე პირველი კომენტარი დღეს გააკეთა შიხიაშვილმა და თქვა რომ ვეტერანთა სამსახურის ახალი შენობისთვის თანხები არამიზნობრივად არ გახარჯულა. რაც შეეხება კომპანიას, რომელსაც სამუშაოები 1 წლის წინ უნდა დაესრულებინა, შიხიაშვილი ამბობს რომ ამ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა ვეტერანთა სამსახურის ახალ მენეჯმენტს უნდა გაერკვია. კიდევ ერთი სადავო საკითხია ვეტერანების პერსონალური მონაცემების გადაცემა "ჯორჯიან ფორ ვეტერანსისათვის". ირაკლი შიხიაშვილი მზად არის საჭიროების შემთხვევაში დაკითხვაზე მივიდეს და გამოძიების კითხვებს უპასუხოს. სამშენებლო კომპანიასთან ურთიერთობის გარკვევას ვერ ახერხებს ვეტერანთა სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, რადგან აზერბაიჯანული ფირმის წარმომადგენლობა დახურულია

 

Print